ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა - 4 ივნისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.25 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 1.23 თეთრით. 4 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7939 ლარია, ერთი ევროსი - 3.0359 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.84 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.10 თეთრი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.80 ლარია, ევროსი - 3.05 ლარი.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 28 მაისს სავალუტო აუქციონზე 60 მლნ. აშშ დოლარი გაიტანა. გაიყიდა 48 700 000 აშშ დოლარი. რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან უკვე 108 700 000 აშშ დოლარი გაყიდა. 

რუსული კანონის მიღების შემდეგ ლარი მკვეთრად გაუფასურდა - დოლართან 11 თეთრით, ხოლო ევროსთან - 14 თეთრით.

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია. 

კომენტარები