გერმანია

ავღანელი თავდამსხმელის მიერ დაჭრილი გერმანელი პოლიციელი საავადმყოფოში გარდაიცვალა

Thomas Frey/dpa/picture alliance

31 მაისს ავღანელი თავდამსხმელის მიერ დაჭრილი 29 წლის გერმანელი პოლიციის ოფიცერი საავადმყოფოში გარდაიცვალა. პოლიციელი მანჰეიმში ანტიისლამურ მსვლელობას იცავდა, რა დროსაც 25 წლის ავღანელმა მამაკაცმა 5 დემონსტრანტის დაჭრა სცადა და ოფიცერმა ამაში ხელი შეუშალა. როგორც ცნობილია, პოლიციელს რამდენიმე მძიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული

პოლიციის და პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, პოლიციელმა მძიმე გადაუდებელი ოპერაცია გადაიტანა და ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა. 

როგორც ცნობილია არსებობს კადრები, სადაც ჩანს თუ როგორ ესხმის თავს 25 წლის ბრალდებული მსვლელობის მონაწილეებს და როგორ დაჭრა მან პოლიციელი და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ამ შემთხვევიდან მალევე თავდამსხმელი პოლიციამ დაჭრა და ის ჯერ კიდევ საავადმყოფოში, უგონო მდგომარეობაში იმყოფება. 

პროკურატურის ცნობით, თავდამსხმელი ავღანეთის მოქალაქეა და გერმანიაში უკვე 10 წელზე მეტია ცხოვრობს.

კომენტარები