რუსული კანონი

პაპუაშვილმა რუსულ კანონს ხელი მოაწერა – კანონი ძალაში 4 ივნისიდან შევა

შალვა პაპუაშვილი 2024 წლის 26 მაისის ცერემონიაზე
საქართველოს მთავრობა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რუსულ კანონს ხელი მოაწერა. პაპუაშვილის თქმით, კანონი ხვალიდან, 4 ივნისიდან შევა ძალაში. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციებს ექნებათ 60 დღის ვადა, რათა დარეგისტრირდნენ შესაბამის ელექტრონულ პორტალზე და დაადეკლარირონ 2023 წლის ფინანსები. 

"[კანონს] დღეს მოვაწერე ხელი, ის გამოქვეყნდება საკანონმდებლო მაცნეში. ხვალიდან ჩაითვლება გამოქვეყნებულად და ხვალინდელი დღიდან 60 დღის განმავლობაში იუსტიციის სამინისტრო შეიმუშავებს ყველა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, ასევე შექმნის ელექტრონულ პორტალს ორგანიზაციებისთვის და 60 დღის შემდეგ დადგება ვალდებულება იმ ორგანიზაციებისა, რომლებსაც აქვთ უცხოური დაფინანსება, დარეგისტრირდნენ პორტალში და დაადეკლარირონ 2023 წლის ფინანსები. 

კანონი ამოქმედდება ხვალიდანვე, თუმცა რეგისტრაციის ვალდებულება წარმოიშვება 60 დღეში. დაახლოებით, 4-5 სექტემბერია, თუ არ ვცდები" - თქვა შალვა პაპუაშვილმა. 

კომენტარები