რუსული კანონი

საქველმოქმედო კონცერტზე აქციებზე დაჯარიმებული ადამიანებისთვის 250 000 ლარი შეგროვდა

2 ივნისს, რესპუბლიკის მოედანზე გამართული საქველმოქმედო კონცერტის შედეგად რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაჯარიმებული ადამიანებისთვის 250 000 ლარი შეგროვდა. არსებული ინფორმაციით, უცხო ქვეყნებიდან გადმორიცხული თანხა ჯერ არ ასახულა.

ჯერ არ ასახულა უცხოეთიდან გზავნილები.

"პირველი საათის მონაცემებით, დღეს ჯარიმების ფონდზე 250 000 ლარი შეგროვდა" – წერს Facebook ჯგუფი დაიტოვე-ს ადმინი, Nancy Woland. 

2 ივნისს გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე ქართველმა მუსიკოსებმა საქართველოს ევროპული მომავლისთვის და აქციებზე დაჯარიმებული ადამიანებისთვის იმღერეს.

კომენტარები