რუსული რეჟიმი

მელია: რა ძალადობაც დაატრიალა ენმ-ს ოფისში ხელისუფლებამ, ერთმნიშვნელოვნად დასაგმობია

ის რაც გუშინ მოხდა ნაციონალური მოძრაობის ოფისში, რა ძალადობაც დაატრიალა ხელისუფლებამ, არის ერთმნიშვნელოვნად დასაგმობი.

დასაგმობია იმისდა მიუხედავად, რა უმძიმესი აზრის ვარ ამ პარტიის მეპატრონეებზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, თვალი დავხუჭო, წავუყრუო ამ ვანდალიზმს.

გასაგებია რა ამოძრავებს მსოფლიოს მიერ კუთხეში მიმწყვდეულ რეჟიმს.

ჩამოშლის საფრთხის წინაშე დგას - რყევაა მათ ქვედა ეშელონებში და ამ ძალადობრივი აქტებით ცდილობს პირველ რიგში ძალა აჩვენოს მათ.

ასეთი ძალადობები ადრენალინია მათთვის. ამის მეტი მათ არაფერი დარჩათ.

მათ დაწვეს ყველა ხიდი, უკან დასახევი გზა არ დაიტოვეს და დასაკარგიც აღარაფერი აქვთ.

მათგან განსხვავებით, ჩვენ გვაქვს დასაკარგი - ეს ქვეყანა, რომელსაც არ დავკარგავთ, რა მეთოდებსაც არ უნდა მიმართოს რეჟიმმა!

წერს სოციალურ ქსელში პარტია ახალის ლიდერი, ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია. 

1 ივნისს, დაახლოებით 02:30-ზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისს შუბებით, ჯოხებით, ქვებით და სხვა საგნებით 100-მდე ნიღბიანი მამაკაცი თავს დაესხა. ამის შესახებ ენმ-მ განცხადებას გაავრცელა

კომენტარები