რუსული კანონი

თურაზაშვილი: ჩემს დას უთხრეს, თუ მე არ "მივაყენებდი", ჩემს ქმარ-შვილს საფრთხე დაემუქრებოდა

დაახლოებით, ღამის 1-ის წუთები იყო და ჩემს დას დაემუქრნენ, მათივე სიტყვებით რომ ვთქვა, თუ მე არ "მივაყენებდი", ჩემს ქმარ-შვილს საფრთხე დაემუქრებოდა და მე მათ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე უნდა მეფიქრა. ეს აშკარა მუქარა იყო. 

ზოგადად, ბოლო 1 თვის განმავლობაში, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ განსაკუთრებული თვალთვალი მიმდინარეობს. ჩემი შვილი, რომელიც მოტოციკლით დადის, ყველანაირი დასაბუთებისა და პირადობის მოწმობის წარდგენის გარეშე, უკანონოდ გაჩხრიკეს. არც აუხსნეს, რატომ ჩხრეკდნენ. 

თქვა პარტია მოქალაქეების დეპუტატმა, ქეთევან თურაზაშვილმა.

კომენტარები