სტოკჰოლმში, შვედეთის პრემიერ მინისტრთან, ულფ კრისტერსონთან ერთად ხელი მოვაწერეთ უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას. ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის საიმედო დოკუმენტი.
2024-2026 წლებში შვედეთის სამხედრო დახმარება უკრაინისთვის ჯამში დაახლოებით 6.5 მილიარდს შეადგენს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ათი წლის განმავლობაში დახმარების რაოდენობა ეტაპობრივად უფრო გაიზრდება.
შეთანხმების უნიკალურ ნაწილს სპეციალიზებული ASC 890 ტიპის თვითმფრინავების მიწოდება წარმოადგენს. ასევე უკრაინას JAS 30 Gripen ტიპის თვითმფრინავის გადაეცემა, შესაბამისი წვრთნების უზრუნველყოფით
ჩვენ ასევე განვავითარებთ ორმხრივ თანამშრომლობას, რათა მოხდეს ჩვენს ქვეყანაში შვედური თავდაცვის პროდუქციის დამკვიდრება, შეკეთება და წარმოება.
მადლობას ვუხდი შვედეთს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის გვერდში დგომისთვის და ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის თავდაცვის სფეროში.





