რუსული კანონი

სმითი: გვსურს ოცნებამ ქართველი ხალხის ნებას მოუსმინოს, ეს იყო ჩვენი ბიძგი მათ მიმართ

რაც შეეხება საქართველოში ბოლო კვირებში განვითარებულ მოვლენებს, ვფიქრობ საუკეთესო იქნება, თუ აშშ-ს პოზიციიდან ვისაუბრებ. ვგულისხმობ, რაც ძალიან, ძალიან ცხადია, რომ ქართველ ხალხს სურს წინსვლა დასავლური ინსტიტუტებისკენ. ძალიან, ძალიან ღრმა რწმენა აქვთ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს და საქართველო უნდა გახდეს NATO-ს ალიანსის წევრი. ეს ჩანს როგორც ქვეყანაში გასული თუ ბოლო წლების გამოკითხვების მონაცემებიდან, ისე კადრებიდან, რომლებშიც ჩანს ქუჩაში გამოსული ყველა ასაკის ასიათასობით, ათიათასობით ადამიანი, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უცხოური ჩარევის კანონს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძლიერ სურვილს გამოხატავენ.

ვფიქრობ, რთულია ვერ დაინახო, რა სურს ქართველ ხალხს. სწორედ ამიტომ, გაიგეთ რაც თქვა აშშ-მ, ჩვენ დავგმეთ ეს უცხოური ჩარევის კანონი და რა მიმართულებითაც მიდიოდა ოცნების პარტია ბოლო კვირებში. როგორც გაიგეთ, აშშ აპირებს იმოქმედოს მათ მიმართ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას და მუშაობს დემოკრატიის წინააღმდეგ საქართველოში. განსაკუთრებით ყურადღებით განვიხილავთ ჩვენს სავიზო პოლიტიკას. ამის შესახებ [სახელმწიფო] მდივანმაც ისაუბრა. ვფიქრობ აშშ-ს პოზიცია ცხადია და ძალიან მსგავს პოზიციას გაიგებდით NATO-ს მოკავშირეებისა და ევროკავშირის წევრების მხრიდან, ბრიუსელიდან, NATO-სა და ევროკავშირის მაღალჩინოსნების მხრიდან.

ვფიქრობ, ჩვენ გვსურს [საქართველოს] მთავრობამ მოუსმინოს ხალხის ნებას და ასე წარმართონ პოლიტიკა. ეს იყო ჩვენი ბიძგი ოცნების პარტიისა და საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ყველა წევრის მიმართ. ასე რომ, ვფიქრობ, აშშ-ს პოზიცია ამ საკითხზე საკმაოდ ცხადია, რაც შეეხება სამიტს დამატებით დეტალებს მომდევნო დღეებში შეიტყობთ.

უპასუხა პირველი არხის ჟურნალისტის შეკითხვას NATO-ში აშშ-ს ელჩმა, ჯულიან სმითმა.

კომენტარები