HC&HRRC

HC&HRRC-ი კვლევითი პროექტიდან მიღებულ სარეკომენდაციო პოლიტიკას ჯანდაცვის სამინისტროს წარუდგენს

  HC&HRRC

11 მაისს, ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრმა (HC&HRRC) ლაბორატორიული სერვისების ხარისხის გაუმჯობესების კვლევითი პროექტის ფარგლებში მედიაწარმომადგენლებისთვის  დახურული შეხვედრა გამართა.

HC&HRRC არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელსაც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში 2012 წლიდან განხორციელებული აქვს ათზე მეტი პროექტი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით. 

პროექტი - სამედიცინო ლაბორატორიული მომსახურების ხარისხი გაუმჯობესება უკვე 1 წელია რაც მიმდინარეობს და უკვე დასრულების ეტაპზეა.

პროექტი USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროექტის
დაფინანსების ფარგლებში HC&HRRC-ის მიერ ხორციელდება, ხოლო მისი მთავარი მიზანი, ლაბორატორიული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ამ მიზნით, ახალი სარეკომენდაციო პოლიტიკის შემუშავება იყო. 

პროექტის ეტაპები და ძირითადი მიგნებები 

პროექტის ხელმძღვანელის, სოფიო ლებანიძის თქმით, პროექტის ფარგლებში თბილისისა და რეგიონული მასშტაბით, სულ 46-მა კერძო მფლობელობაში მყოფმა სამედიცინო დაწესებულებამ მიიღო მონაწილეობა. 

კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ თბილისში დაწესებულებათა 50% მაღალი სიზუსტით ახორციელებენ ლაბორატორიულ კვლევებს, ხოლო დანარჩენ ნაწილს გააჩნია ცდომილების დიაპაზონი - რეგიონებში ცდომილების დიაპაზონი საგრძნობლად მაღალია თბილისთან შედარებით.

სოფიო ლებანიძემ ასევე აღნიშნა, რომ კვლევაში მონაწილეობა იყო ნებაყოფლობითი და სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ დაწესებულებებს კვლევაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ლებანიძის თქმით, რეკომენდაციები უკვე ფორმირდა და უახლოეს დღეებში საბოლოო სახით ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა.

"ყველამ კარგად ვიცით, რომ ხარისხის კონტროლის სისტემები, ევროპის ქვეყნებში კარგად არის უზრუნველყოფილი და ძალიან საინტერესოა სხვა ქვეყნების გამოცდილების ნახვა, გაზიარება და მისი ადაპტაციაში მოყვანა ქართული ჯანდაცვის მოდელთან მიმართებით

ეს საუკეთესო პრაქტიკების კვლევა განხორციელდა იმისთვის, რომ ვნახოთ სხვა საუკეთესო პრაქტიკების და ქვეყნების გამოცდილება როგორია და ამავდროულად იყოს სწორად ადაპტირებული საქართველოს რეალობასთან

პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამი კვლევის საფუძველზე ფორმირდა მტკიცებულებებზე დაფუძნებული და მონაწილე მხარეებთან შეჯერებული 10 მწყობრი რეკომენდაცია, რომელიც უახლოეს დღეებში წარედგინება ჯანდაცვის სამინისტროს". - თქვა სოფიო ლებანიძემ.

 

 

 

კომენტარები