რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შვედეთი უკრაინას 1.3 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

შვედეთი უკრაინას 1.3 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. შესაბამის ინფორმაციას შვედეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შვედეთის თავდაცვის მინისტრის, პოლ იონსონის თქმით, სამხედრო დახმარების პაკეტი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

სამხედრო დახმარების ფარგლებში შვედეთი უკრაინას ASC 890-ის ტიპის სადაზვერვო და საკონტროლო თვითმფრინავს, ჯავშანტრანსპორტიორებს, Rb 99 (AMRAAM)-ის ტიპის რაკეტებს და საარტილერიო საბრძოლო მასალას გადასცემს.

აღსანიშნავია, რომ ეს შვედეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული რიგით მეთექვსმეტე და ყველაზე დიდი სამხედრო დახმარების პაკეტია.

კომენტარები