რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

შიკორსკი: პოლონეთმა არ უნდა გამორიცხოს უკრაინაში სამხედროების გაგზავნა

რადოსლავ შიკორსკი
LSM.lv

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ შიკორსკის თქმით, პოლონეთმა არ უნდა გამორიცხოს უკრაინაში სამხედროების გაგზავნა. ამის შესახებ შიკორსკიმ ინტერვიუში ისაუბრა.

კითხვაზე, მზად არის თუ არა პოლონეთი, გაგზავნოს სამხედროები უკრაინაში, შიკორსკიმ ასე უპასუხა: "ჩვენ ეს არ უნდა გამოვრიცხოთ. ჩვენ უნდა დავტოვოთ პუტინი ჩვენი განზრახვების შესახებ ფიქრებში".

ამავდროულად, შიკორსკის არ დაუკონკრეტებია თუ რა როლს შეასრულებენ პოლონეთის სამხედრო ძალები უკრაინაში გაგზავნის შემთხვევაში.  

მარტის დასაწყისში შიკორსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინაში NATO-ს სამხედრო ძალების განთავსება "წარმოუდგენელი არ არის".

27 თებერვალს, კიევის მხარდამჭერ სამიტზე, რომელსაც ევროპელი ლიდერები ესწრებოდნენ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინაში დასავლელი სამხედროების გაგზავნა არ გამორიცხა.

კომენტარები