ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან საქართველოში მიმდინარე სიტუაციაზე ისაუბრა.
ბრაჟეს თქმით, ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში ჩამოსვლა გზავნილი იყო, რომ ისინი მხარს უჭერენ ქართველი ხალხის ევროპული ინტეგრაციის არჩევანს.
მან ასევე აღნიშნა, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ რუსული სტილის კანონის მიღება გამოწვევას წარმოადგენს ქვეყნის პროდასავლური კურსისთვის.
"საქართველოს პროევროპული გზა და პროევროპული მომავალი სერიოზული გამოწვევის წინაშეა". – თქვა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სავარაუდოდ ხვალ, 28 მაისის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტში რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას უყრიან კენჭს.





