რუსული კანონი

ბორელი: აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის

ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ეხმაურება.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ ბორელმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის. მან ასევე განმარტა, რომ მინისტრების შეხვედრაზე დღეს სიტუაციის მხოლოდ პირველადი შეფასება იქნება.

"მინისტრები შეაფასებენ სიტუაციას საქართველოში. აშკარაა, რომ მთავრობა გადადის ევროპული გზიდან და მინისტრებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ იმოქმედონ". – ამბობს ბორელი.

ამ წუთებში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ რუსული სტილის კანონზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო განიხილება, ხოლო ხვალ, 28 მაისს პლენარულ სხდომაზე დეპუტატები კენჭს უყრიან პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.

 

კომენტარები