საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

ბლინკენი: მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, ნაბიჯები სწორი მიმართულებით გადადგან

ამერიკის შეერთებული შტატების სახელით ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის ბედნიერ დღეს ვუსურვებ. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის 32 წლის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დემოკრატიული, აყვავებული მომავლის მიმართ ურყევი ერთგულება აჩვენა და საქართველოს სუვერენიტეტისა და მთლიანობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი იყო. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და დემოკრატიის, ასევე რუსული აგრესიის შემაკავებელი შესაძლებლობების, გაძლიერების ძალისხმევის მხარდამჭერები ვიყავით, და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩვენს ერთგულებას ქართველი ხალხისა და საქართველოს მომავლის მიმართ.

ეს იყო მნიშვნელოვანი თორმეტი თვე ქართველი ხალხისთვის, რაც საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების ისტორიულ მიღწევასაც მოიცავს. მომდევნო რამდენიმე თვე გადამწყვეტი იქნება იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა რეალური გახდეს. შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მისწრაფებების მხარდაჭერას ევროატლანტიკური მომავლისკენ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, ქვეყნის წინსვლისთვის ნაბიჯები სწორი მიმართულებით გადადგან.

ამ დღეს, როდესაც ქართველები ყველგან ზეიმობენ, კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას, დაეხმაროს საქართველოს, ააშენოს უსაფრთხო, აყვავებული ევროპული დემოკრატია, რომელიც მის ხალხს ასე ძალიან სურს და იმსახურებს.

წერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები