რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Mash: რუსეთში საქართველოს 2 მოქალაქე Ми-8-ს ნაწილების მოპარვის ბრალდებით დააკავეს

Ми-8

რუსული ტელეგრამ-არხი Mash-ი წერს, რომ რუსეთში Ми-8 ტიპის ვერტმფრენის ნაწილების მოპარვის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე და მოსკოველი ცოლ-ქმარი დააკავეს.

როგორც Mash-ი წერს, დაკავებულებს მოპარული ჰქონდათ რაკეტის დასამონტაჟებელი ნაწილები, რომლის მეშვეობითაც სამოქალაქო ვერტმფრენის სამხედრო დანიშნულებისთვის გადაკეთებაა შესაძლებელი. ტელეგრამ-არხი ვარაუდობს, რომ ნაწილები უკრაინის მიმართულებით მიჰქონდათ.

Mash-ის ინფორმაციით, БДЗ-57КР-В-ს ტიპის რაკეტმჭერები სარატოვის ოლქში, ენგელსში მდებარე საჰაერო-სარემონტო ქარხნიდან მოიპარეს. მათივე ცნობით, საბოლოოდ სამართალდამცველებმა ეს ნაწილები მოსკოვში იპოვეს.

როგორც Mash-ი წერს, დაკავებული 2 ქართველი მამაკაცი და მოსკოველი ცოლ-ქმარი ნაწილების ქვეყნიდან გატანას აპირებდნენ. ტელეგრამ-არხის ინფორმაციით, გამოძიება იკვლევს იყო თუ არა დანიშნულების ადგილი უკრაინა.

კომენტარები