რუსული კანონი

მაკფოლი სანქციებზე: ძალიან მნიშვნელოვანია EU ამერიკის მაგალითს მიჰყვეს

არ იქნებოდა სანქციები ამერიკის მთავრობის მხრიდან ქუჩაში დემონსტრაციების გარეშე, ეს ყველაფერი გამოიწვია საქართველოს ქმედებებმა, რამაც უბიძგა სახელმწიფო დეპარტამენტის მდივან ბლინკენს, ჯიმ ო'ბრაიენს, რომლებიც ეწვივნენ თქვენს ქვეყანას და მათ ყველამ განაცხადეს, რომ რაღაც ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რაღაცა უნდა გაკეთდეს. კიდევ არის დამატებითი ნაბიჯები, რაც დასავლეთს შეუძლია, გააკეთოს, მაგალითად ევროკავშირს შეუძლია შეაჩეროს გაწევრიანების მოლაპარაკებები საქართველოსთან, სანამ არ იქნება გაწვეული ეს რუსული, პუტინის კანონი. ეს მათ ძალებშია. ევროპისა და ამერიკის მთავრობას შეუძლია შეუწყვიტოს დახმარება საქართველოს მთავრობას. ესეც მათი უფლებაა. მე არ ვიცი, ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა, რატომ უნდა ვაფინანსებდე პროგრამებს იმ მთავრობისთვის, რომელიც პატივს არ სცემს მოსახლეობის ნება...

დღემდე რა სანქციებიც გამოაცხადა მდივანმა ბლინკენმა ეხება მგზავრობას. თუ მოხვდი სიაში, ამერიკაში ვეღარ ჩახვალ - ასე მარტივად შეიძლება გავაცხადოთ. იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი იგივე ნაბიჯს გადადგამს და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი ამერიკის მაგალითს მიჰყვნენ - გამოაცხადონ იგივე სანქციები, რაც მიდვანმა ბლინკენმა გამოაცხადა და შემდეგში, თუ სიტუაცია კიდევ გაუარესდა, მათ აქვთ საშუალება გაუყინონ სანქცირებულ პირებს აქტივები დასავლეთში, ეს იქნება შემდეგი ნაბიჯი ესკალაციის კიბეზე, რომელიც ზეწოლას გაზრდის ინდივიდუალური სანქცირების თვალსაზრისით და როდესაც ამას გავაკეთებთ და ეს გაკეთდება, ძალიან ძნელი იქნება სანქცირებული პიროვნებებისთვის აწარმოოს ბიზნესი ნებისმიერ პირთან, ნებისმიერ კომპანიასთან იმ ქვეყანაში, რომელმაც დაუწესა სანქციები.

მე ვაკვირდები, მაგალითად, სანქციები როგორ მუშაობს რუსულ კომპანიებზე, რუსეთის მოქალაქეებზე მას შემდეგ, რაც პუტინი შეიჭრა უკრაინაში და ამან ძალიან სერიოზული შედეგები გამოიღო კერძო კომპანიებისთვის... ის მითი, რომ სანქციები არ მუშაობს ეს გახლავთ იმ ადამიანების გავრცელებული, რომლებსაც არ ულაპარაკიათ სანქცირებულ ადამიანებთან...

თქვა რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა და უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორმა, მაიკლ მაკფოლმა ფორმულა TV-ის ეთერში.

ტექსტი ფორმულა TV-ს სინქრონულ თარგმანს წარმოადგენს. 

კომენტარები