რუსული კანონი

მაკფოლი დეპუტატებზე: ჩავიდნენ ბელარუსში, რუსეთში, ირანში, იქ დაისვენონ, გაგზავნონ ბავშვები

ძალიან ირონიულად ჟღერს, რომ თქვენი პარლამენტის წევრები, რომლებმაც ძალიან არადემოკრატიულ კანონს მისცეს ხმა, დემოკრატიულ წესებზე ჩივიან. თუ გსურთ, იყოთ ევროპის ნაწილი და გსურთწესები და ვალდებულებები, თავისუფლებები ევროპული გაგაჩნდეთ, როგორც ევროპული, დემოკრატიული მსოფლიოს ნაწილს, ასე უნდა იმოქმედოთ.

ორპირობაა, როდესაც ითხოვ ადამიანის უფლებებს დასავლეთისგან და ართმევ ამ უფლებებს საკუთარ მოქალაქეებს და მათ, ვისაც სურთ საზღვარგარეთ მოგზაურობა, ჩავიდნენ ბელარუსში, იქ დაისვენონ, რუსეთში ჩავიდნენ დეპუტატები, შეუძლიათ სხვა ქვეყნებში, ავტოკრატიულ ქვეყნებში, ირანში, თეირანში. გააგზავნეთ ბავშვები იქ დასასვენებლად და სასწავლებლად, მაგრამ ეს თუ არ გსურთ, საჭიროა, კიდევ ერთხელ გაიაზროთ ის, რაც გააკეთეთ და გაიწვიოთ ეს კანონი და დააბრუნოთ საქართველო გზაზე, რომელიც ევროპისკენ და დემოკრატიისკენ მიდის.

თქვენ ქვეყანას უზარმაზარი შესაძლებლობები ჰქონდა, თქვენ ხართ შესაძლებლობების ქვეყანა და იქნება გულდასაწყვეტი, რომ ის გზა, რომელზეც მოძრაობდით ათწლეულობის განმავლობაში დაიბლოკა იმიტომ, რომ დროებით, ისინი ვინც არიან პარლამენტში, ამას აკეთებენ და მე ვფიქრობ, რომ ეს არის უმთავრესი სტრატეგიული გადაწყვეტილება საქართველოს მომავლისთვის. თუ ამ გზას გადაუხვევთ, ძალიან ძნელი იქნება დაბრუნება ევროპული ინტეგრაციისკენ და დემოკრატიული განვითარებისკენ მიმავალ გზაზე.

თქვა რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა და უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორმა, მაიკლ მაკფოლმა ფორმულა TV-ის ეთერში.

წარმოდგენილი ტექსტი ფორმულა TV-ს სინქრონულ თარგმანს წარმოადგენს. 

კომენტარები