რუსული კანონი

ო'ბრაიენი: ცხადია, რა სურს ქართველ ხალხს, ასევე ცხადია, როგორია მთავრობის პოლიტიკა

მოლდოვასა და საქართველოს შესახებ… ორივე ქვეყანაში ცხადია, რომ მოსახლეობას სურს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციისკენ სვლა. ეს გულისხმობს, მათ შორის, ევროკავშირსა და ნატოს. ეს თვალნათელია საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში. ეს საქართველოს კონსტიტუციაშიც კი წერია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, შესაბამისად, სწორედ ის პარტია, რომელიც ახლა კითხვებს აჩენს, არის პარტია, რომელიც რამდენჯერმე აირჩიეს და რომელმაც ევროკავშირისა და NATO-ს წევრობისკენ სწრაფვის პოლიტიკა გაამაგრა.

მოლდოვაში, პრეზიდენტი სანდუ ინაუგურაციიდანვე რუსული დეზინფორმაციის კამპანიისა და აგრესიული ოპერაციების სამიზნე გახდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში მისი წარმატება მოლდოველებისთვის უკეთესი შედეგების მოპოვებისა და ევრონტეგრაციის კუთხით მეტყველებს იმაზე, რომ ეს გონივრული კურსია. ცხადია, მოლდოველებს გადაწყვეტილების მიღების შანსი ექნებათ.  გვსურს, რომ მათ თავისუფალ და სამართლიან გარემოში გადაწყვიტონ, რაც შეიძლება ნაკლები ჩარევითა და დეზინფორმაციით, და სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ამ აზრს გაამყარებს.

საქართველოსთან დაკავშირებით, როგორც უკვე ვთქვი, ცხადია, რა სურს ქართველ ხალხს და ასევე ცხადია, როგორია საქართველოს მთავრობის პოლიტიკა. სამწუხაროა, რომ ბოლოდროინდელი კონკრეტული ქმედებები - კერძოდ სამოქალაქო საზოგადოების და ხანდახან ოპოზიციონერების მიმართ ძალადობა, კანონი, რომელიც სწორედ იმ ჯგუფების სტიგმატიზაციას ისახავს მიზნად, რომლებიც საქართველოს მისი ევროპული და ტრანსატლანტიკური მისწრაფებებისთვის მომზადებაში ეხმარებიან - ეს კონკრეტული ქმედებები გვაეჭვებს, არის თუ არა ახლანდელი ხელისუფლება წინსვლით დაინტერესებული. ასე რომ, ყურადღებას ვაქცევთ მათ კონკრეტულ ქმედებებს და ვიმედოვნებთ მიხვდებიან, რომ თავიანთივე ხალხს სურს, დარწმუნებული იყოს, რომ ევროპისა და NATO-ს გზას ადგას

თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხის გაცემისას. 

კომენტარები