რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედია: უკრაინამ მნიშვნელოვანი რუსული რადიოლოკაციური სადგური დრონებით დააზიანა

RBC.ua

რუსული დამოუკიდებელი მედიის ცნობით, უკრაინული დრონების იერიშის შედეგად, დაზიანებულია მნიშვნელოვანი რადიოლოკაციური სადგური, რომელიც ფრონტის ხაზიდან მოშორებით, კრასნოდარის ოლქში მდებარეობს.

ვორონეჟის ტიპის შორი მოქმედების რადიოლოკაციური სადგურები სარაკეტო თავდასხმის გაფრთხილების სისტემის ნაწილია. სადგურების მეშვეობით ხდება ბალისტიკური რაკეტების მონიტორინგი.

სადგურების მოქმედების რადიუსი ჰორიზონტალურად 6000 და ვერტიკალურად 8000 კილომეტრს შეადგენს. რადიოლოკაციურ სადგურებს ერთდროულად 500-დე ობიექტის მონიტორინგი შეუძლია.

სულ რუსეთს ვორონეჟის ტიპის 10 რადიოლოკაციური სადგური გააჩნია. თითოეულის ასეთი კომპლექსის აშენებას 2-დან 2.5 წლამდე დრო სჭირდება.

კრასნოდარში დაზიანებული სადგური ნაწილობრივ აკონტროლებდა ოკუპირებული ყირიმის სივრცეს.

ვორონეჟის ტიპის სადგურები რუსეთის ბირთვული უსაფრთხოების ერთ-ერთი საკვანძო ობიექტებია. 

 

კომენტარები