რუსული კანონი

ენუქიძე სანქციებზე: სანამდე მე იქ [აშშ-ში] არ წავიდე, ყველა კარგად იყავით

აბსოლუტურად არ მეშინია [სანქციების] [...] სანამდე მე იქ [აშშ-ში] არ წავიდე, შვილო, ყველა კარგად იყავით, არ ვაპირებ. აქ რა, ცუდად ვარ? რა სამოგზაუროდ, ჩემთვის ვარ, კარგად. 

[სტილი დაცულია]

უთხრა ჟურნალისტებს ევროპელი სოციალისტების დეპუტატმა, ავთანდილ ენუქიძემ. აშშ-მა რეჟიმისა და მათი ოჯახების წევრების მიმართ სანქციების პოლიტიკა გამოაცხადა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების მიხედვით, ახალი პოლიტიკა ითვალისწინებს სავიზო შეზღუდვებსა და აშშ-ში მოგზაურობის აკრძალვას. ჯერჯერობით არ გამოქვეყნებული იმ პირების სია, ვისაც სანქციები დაუწესდებათ.

კომენტარები