რუსული კანონი

ხაზარაძე სანქციებზე: ოცნება ოფიციალურად მოექცა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში

ქართული ოცნება ოფიციალურად მოექცა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ დაწესებული სანქციები ქართველი ხალხის დასაცავად ამუშავდება, თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი ყველაზე ძლიერი და ერთგული პარტნიორი, აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვას იწყებს და თუ ოცნების რუსული ხელისუფლების გამო, ეს პროცესი ასე გაგრძელდა, საქართველო მილიარდობით დოლარის დახმარებას დაკარგავს.

მინდა, ყველა დიპლომატს ხელახლა და კიდევ ერთხელ მოვუწოდო - დაუყოვნებლივ გადადგით ერთადერთი ღირსეული ნაბიჯი, რაც არის რუსეთის მსახური ხელისუფლების მხილება და ქვეყნის გადარჩენა. გააჩერეთ რუსული კანონი.

წერს Facebook-ზე პარტია ლელოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე. აშშ-მა რეჟიმისა და მათი ოჯახების წევრების მიმართ სანქციების პოლიტიკა გამოაცხადა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების მიხედვით, ახალი პოლიტიკა ითვალისწინებს სავიზო შეზღუდვებსა და აშშ-ში მოგზაურობის აკრძალვას. ჯერჯერობით არ გამოქვეყნებული იმ პირების სია, ვისაც სანქციები დაუწესდებათ.

კომენტარები