რუსული კანონი

ბოკუჩავა: ივანიშვილს და მის ამფსონებს ძალიან ეშინიათ მოახლოებული სანქციების

ეს არის აბსურდი, ამგვარი ბრალდება, ირაკლი კობახიძის მხრიდან ერთ-ერთი ევროკომისრის წინააღმდეგ, რომლის სახელს და გვარს, როგორც ჩანს, არ ახმოვანებს. ეს არის სრული აბსურდი, პარანოიდული ბოდვა, მაგრამ, რაც შემიძლია დადასტურებულად ვთქვა, არის ის, რომ ივანიშვილს და მის ამფსონებს ძალიან ეშინიათ იმ მოახლოებული სანქციების, რომელიც გარდაუვალია. 

ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას ენმ-ის დეპუტატი, თინათინ ბოკუჩავა. 

"ჩემთან საუბარში ერთ-ერთმა ევროკომისარმა ახსენა - ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო". - თქვა ირაკლი კობახიძემ.

15 მაისს სლოვაკეთის პრემიერმინისტრს, რობერტ ფიცოს ესროლეს და დაჭრეს.

კომენტარები