რუსული კანონი

ბრეგაძე რუსულ კანონზე: დარწმუნდებით, რომ საქართველოს ეროვნულ ინტერესს ემსახურება

სამწუხაროდ, საქართველო არის სახელმწიფო, რომლის ტერიტორიების გარკვეული ნაწილი დღემდე ოკუპირებულია. ასევე, ჩვენ რთული გეოპოლიტიკური ვითარება გვაქვს და მე მგონი, ყველა ხედავს და ამჩნევს, რომ ამდენი სირთულის მიუხედავად, საქართველო წინ მიიწევს, ევროკავშირისა და ნატოსკენ.

შესაბამისად, ასეთ პირობებში მყოფ ქვეყანას იმის სრული შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, რომ ლეგიტიმური გზებით, საქართველოში არსებული უცხოური გავლენების შესახებ ინფორმაცია მოიპოვოს და ის ხალხს გაუზიაროს [...] დრო გავა და მთელი საზოგადოება ნახავს, რომ ეს კანონი საქართველოს ეროვნულ ინტერესს ემსახურება. ამაში ყველა დარწმუნდებით.

თქვა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ რუსულ კანონთან დაკავშირებით.

კომენტარები