სალომე ქურასბედიანი

რიმა ბერაძე და ნინო წილოსანი სალომე ქურასბედიანს ექომაგებიან

ოცნების დეპუტატები: რიმა ბერაძე/სალომე ქურასბედიანი/ნინო წილოსანი
BeFunky

ოცნების დეპუტატები, რიმა ბერაძე და ნინო წილოსანი მათი გუნდის წევრს, სალომე ქურასბედიანს სოციალურ ქსელში მხარდამჭერი ტექსტებით ექომაგებიან. ქურასბედიანმა, რომელიც აქამდე ოცნების პრესკონფერენციებზე არ გამოჩენილა, 21 მაისს ვენეციის კომისიის დასკვნაზე მმართველი პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა.

"ვენეციის კომისიაზე ქართული ოცნების ოფისში ჩატარებულ ბრიფინგს შინაარსობრივად რომ ვერ შეუტიეს, პარლამენტის წევრ სალომე ქურასბედიანს დაესხნენ თავს.

სამწუხაროდ, განსაკუთრებით აქტიურობდნენ ქალი ოპოზიციონერები, რომლებიც სალომეს უწუნებდნენ იმას, რომ მათსავით გაავებული და სახედაკარგული არ გვევლინება". - წერს წილოსანი Facebook-ზე.

ქურასბედიანს ამხნევებს ქართული ოცნების კიდევ ერთი დეპუტატი, რიმა ბერაძე.

"სალომე, კარგი გოგო ძალიან". - წერს ბერაძე წილოსანის პოსტის კომენტარებში.

ქართული ოცნების ბრიფინგზე, რომელიც რუსულ კანონზე ვენეციის კომისიის კრიტიკულ დასკვნას ეხებოდა, ქურასბედიანმა კომისია ფაქტების დამახინჯებასა და რადიკალების წახალისებაში დაადანაშაულა.

კომენტარები