მოლდოვა-ევროკავშირი

ბორელი: მოლდოვამ EU-სთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობის შეთანხმებას ხელი მოაწერა

X/JosepBorrellF

უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ცნობით, მოლდოვა პირველი ქვეყანაა, რომელმაც ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა. 

"მოლდოვა პირველი ქვეყანაა, რომელმაც ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის პარტნიორობის შეთანხმებას ხელი მოაწერა. ეს პარტნიორობა ქვეყნის გამძლეობას გააძლიერებს. საშუალებას მოგვცემს, ერთობლივად გავუმკლავდეთ უსაფრთხოების სფეროში საერთო გამოწვევებს, უფრო ეფექტიანი გავხადოთ ჩვენი ჩართულობა და გამოვიკვლიოთ თანამშრომლობის ახალი სფეროები". - წერს ბორელი X-ზე. 

მანამდე, ბორელი მოლდოვის პრემიერს, დორინ რეჩანს შეხვდა და რეფორმების მხრივ ქვეყნის პროგრესი შეაქო. 

"ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ტრანსფორმაციულია და მთლიან საზოგადოებას სარგებელს მოუტანს. ჩვენ გავაგრძელებთ მოლდოვის მხარდაჭერას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან და მზარდ ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავებაში". - დაწერა ბორელმა X-ზე. 

კომენტარები