რუსული კანონი

მაჭარაშვილი MEGOBARI Act-ზე: განხილვაზე ვართ თანახმა, მაგრამ არა სუვერენიტეტის ხარჯზე

ჩვენ არ ვიცით, ზოგადად, ამერიკის ხელისუფლების მხრიდან ეს საკითხი რამდენად სერიოზულად არის შეთავაზებული.[...] თუ შეერთებულ შტატებს ნამდვილად უნდა პარტნიორობა და მეგობრობა საქართველოსთან, ამაში ჩვენ, რა თქმა უნდა, ღია ვართ.[...] როგორც კი, შეერთებული შტატების მხრიდან იქნება ვირტუალური რეალობის ნაცვლად, რეალობის დანახვის შესაძლებლობები, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ პარტნიორობა და მეგობრობა და ეს საკითხები განვიხილოთ შეერთებულ შტატებთან.

მეტსაც გეტყვით, დაახლოებით ერთი-ორი თვის წინ ჩვენ დავიწყეთ საუბარი იმაზე, რომ 30 წელია ამერიკასთან გვაქვს პარტნიორული ურთიერთობები და არც ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით, არც თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მიმართულებით, არც თავისუფალ ფრენებთან დაკავშირებით, არაფერი არ ხდება.[...] პარტნიორობაზე ვართ თანახმა, ამ საკითხების განხილვაზე ვართ თანახმა, მაგრამ არა სუვერენიტეტის ხარჯზე.

თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, ხალხის ძალის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები