ხანძარი

თბილისში, სულიკო ჟღენტის ქუჩაზე ხანძარი იყო – დაშავებულია მოხუცი ქალი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თბილისში, სულიკო ჟღენტის ქუჩაზე ხანძარი იყო. დაშავებულია მოხუცი ქალი.

ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. მათი თქმით, ხანძარი იტალიური ეზოს ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა და უკვე ლიკვიდირებულია. სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული ქალი სასწრაფოს ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.

კომენტარები