რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის სამხედრო ნაწილები ხარკოვის ოლქის რამდენიმე სოფლიდან გამოვიდნენ

უკრაინელი სამხედროები იზიუმის მახლობლად, უკრაინა, ხარკოვის რეგიონი, 2022 წლის 19 სექტემბერი.
REUTERS/Gleb Garanich

ხარკოვის ოლქში მიმდინარე რუსეთის შეტევის ფონზე, უკრაინამ რამდენიმე სოფლიდან სამხედრო ნაწილები გამოიყვანა.

უკრაინის სამხედრო სპიკერის თქმით, ჯარისკაცები ორ წერტილში ძლიერი ცეცხლის ქვეშ მოექცნენ, რის შემდეგაც მათ "შედარებით უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე" გადაინაცვლეს.

ამასთანავე, ბოლო პერიოდში უკრაინულ ქალაქებსა და სოფლებზე გახშირებული იერიშების ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი ახლო მომავალში უცხოეთში დაგეგმილი ყველა შეხვედრა გააუქმა.

ზელენსკის პრესმდივნის, სერგეი ნიკიფოროვის თქმით, პრეზიდენტმა "მომდევნო დღეებში დაგეგმილი ყველა საერთაშორისო ღონისძიების გადადების და ახალ თარიღებში შეთანხმების განკარგულება გასცა".

თავის მხრივ, რუსული მხარის მტკიცებით, მათმა სამხედრო ნაწილებმა რეგიონში ორი დასახლება და კიდევ ერთი სოფელი დაიკავეს. უკრაინულ მხარეს ამ ცნობებთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

უკრაინის ჯარის სპიკერის განცხადებით, ჯარისკაცების გამოყვანის გადაწყვეტილების მიზანი "სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის შენარჩუნება და დანაკარგების თავიდან არიდება" იყო.

კომენტარები