რეჟიმმა კიდევ უფრო გააღრმავა რეპრესიები და ამაზრზენი ძალადობა, იმიტომ, რომ პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება, მაგრამ მეორეს მხრივ, არის ყველა ნიშანი, რომ შეიძლება, შეეცადოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და შემდეგ უკვე ადგილობრივი პოლიტიკური მოთამაშეების ჩათრევას სრულ კომპრომისთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში.
აქ ყველაზე უფრო პრინციპული საკითხი იქნება ჩვენი პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების მყარი პოზიციის დაფიქსირება, რომ ჩვენი უახლოესი წარსულის შეცდომები არ იქნას განმეორებული. აქ არ უნდა ვიყოთ ჩვენი საუკეთესო პარტნიორების იმედადაც მხოლოდ, იმიტომ, რომ ისინი არიან საქართველოს მეგობრები, მაგრამ პასუხისმგებლობა არის ჩვენზე.
მყარი და თავიდანვე მკაფიო პოზიციაა, რომ ერთადერთი ამოცანა, რაც ამ კანონთან დაკავშირებით შეიძლება გვქონდეს, არის მისი გაწვევა და ერთადერთი ამოცანა, რაც ზოგადად საქართველოს ამ სახიფათო მომენტში გადაარჩენს, ჩვენს სუვერენიტეტს და თავისუფლებას, არის ამ რეჟიმის, რუსული რეჟიმის დასრულება, სხვა ყველა კომპრომისი არის ცრუ კომპრომისი, ეს არის ის პოზიცია, რომელსაც, მე იმედი მაქვს, შეუერთდება ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც მყარად დგას ამ პოზიციაზე, რომ საქართველოს მომავალი არის თავისუფალ სამყაროში.





