რუსული კანონი

დღეს, 20:00-ზე ირაკლი კობახიძის ბრიფინგი გაიმართება

ქართული ოცნება

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დღეს, 13 მაისს, 20:00 საათზე პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის ბრიფინგი გაიმართება.

იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღო - სხდომის გახსნიდან ერთ წუთში. კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე ხვალ, 14 მაისს განიხილავენ.

დედაქალაქსა და რეგიონებში დემონსტრანტები საპროტესტო მარშებს მართავენ. მხოლოდ თბილისში სამი სტუდენტური მარშია დაგეგმილი. 

კომენტარები