ოპოზიციის წარმომადგენლებს არ მოგვეცა საშუალება, რომ სხდომას დავსწრებოდით. ჩვენ სანამ კიბეებზე ჩამოვდიოდით გარეთ შეგვაყოვნეს პოლიციელებმა. სხდომა დასრულდა ერთ წუთსა და შვიდ წამში. ეს იყო წარმოუდგენელი, სამარცხვინო და არალეგიტიმური სხდომა, რომელზეც უმრავლესობის წარმომადგენლებმაც კი ვერ მოასწრეს შესვლა, მხოლოდ კომიტეტის თავჯდომარე ოხანაშვილი შევიდა და იქ თითქოს რამდენიმე ადამიანს თითქოს ლეგიტიმაცია მიანიჭებინეს. ეს არის არალეგიტიმური სხდომა და ყველა ის ადამიანი, ვინც გარეთ არის, უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს პარლამენტი, ბიძინა ივანიშვილი ამ კანონის მიღებას და გათრევას არალეგიტიმაცური სხდომებითა და კონსტიტუციის დარღვევით აპირებს.
tbl.ge/6s8n
დაკოპირდა

ამბობს დეპუტატი ხატია დეკანოიძე. დღეს, 13 მაისს იურიდიულ კომიტეტზე რუსული კანონის მესამე მოსმენით განხილვა იგეგმებოდა, თუმცა, ქართულმა ოცნებამ მას სხდომის დაწყებიდან 1 წუთში დაუჭირა მხარი.
ამავე თემაზე
- გორდულაძე: დარღვევისას პასუხისმგებლობა დაეკისრება გრანტის მიმღებს და არა გამცემს
- სტრასბურგის სასამართლომ აქციაზე დაკავებული გიორგი მექვაბიშვილის საქმეზე დარღვევა დაადგინა
- რუსული კანონის საქმეზე 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი ECHR-მა წარმოებაში მიიღო
- საია: სტრასბურგმა რუსულ კანონზე სარჩელი წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო
- საია: სტრასბურგის სასამართლომ რუსულ კანონზე საჩივრის განხილვა დაიწყო




