რუსული კანონი

ჩიტაძის ქუჩა და პარლამენტის უკანა შესასვლელი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს

ტაბულა

შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა ჩიტაძის ქუჩა და პარლამენტის უკანა შესასვლელი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. დემონსტრანტები რუსთაველის გამზირზე გადაიყვანეს.

ჩიტაძის ქუჩა სრულად სპეცრაზმს უკავია. 

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაუთენე საქართველოს 12 მაისის 22:00 საათიდან მიმდინარეობს. 09:00-ზე იურიდიულ კომიტეტს მესამე მოსმენით განხილვა აქვს დაგეგმილი.  

კომენტარები