საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე ხაზგასმით აღნიშნა გუშინ, 11 მაისს გამართული დემონსტრაციის მასშტაბურობა - პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლება თავის მხრიდან აჩვენა დაბნეულობა, რაც ნიშნავს, რომ მას "ამ რაოდენობის ხალხის წინაშე სტრატეგია არ აქვს".
"გუშინ, საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს და გვიჩენა ჩვენ, ყველას ძლიერად, მშვიდობიანად, დამაჯერებლად, რომ არ დაუშვებს ევრპული მომავლის კითხვისნიშნის ქვეშ დაყენებას, რომ არ დაუშვებს რუსულ კანონს - ეს არის და ეს - ამას ვეღარაფერი ვეღარ შეცვლის, ვეღარაფერი დათვლა თუ გადათვლა - ძალიან სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები სერიოზული ვითომც, მაღალი აიქიუთი ითვლიან და ვეღარ ითვლიან თუ რამდენი ადამიანი იყო - აღარაფერი დათვლა არ არის საჭირო. ყველას წინაშე წარსდგა ის საზოგადოება, რომელიც ნამდვილად ამზადებს ხვალინდელ დღეს.
ხელისუფლებამ თავის მხრიდან აჩვენა დაბნეულობა, აჩვენა ის, რომ ხალხის წინაშე და ამ რაოდენობის ხალხის წინაშე, არანაირი სტრატეგია არ აქვს და ის, რაც ახასიათებს ხელისუფლებას, როცა ხალხის ნდობა მას უკვე აღარ აქვს - ანუ, ტყუილი, მანიპულაცია და რაღაც მიხრა-მოხრა, რომ რაიმე გაუგებრობა შეიქმნას". - თქვა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე





