ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან და ყველა ადამიანთან ერთად, იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლა გვქონდეს. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ყველა არსებული სირთულის მიუხედავად, რომელიც ახლა ნამდვილად არსებობს, ჩვენ მაინც მოვახერხებთ ნაბიჯების წინ გადადგმას. ეს არის მიზეზი, რის გამოც მსურს დღეს მოვერიდო ნეგატიურ საკითხებზე საუბარს.
ვიმედოვნებ, მომავალ კვირებში მოიძებნება გზა, რომ გადაიჭრას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც, არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არ უნდა იქნას მიღებული, არ უნდა იქნას მიღებული მისი ამჟამინდელი ფორმით. და თუ მაინც ასე იქნება, ეს ძალიან სერიოზული დაბრკოლება გახდება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.
საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, რომ ეს კანონი გაწვეული იყოს და საერთოდ არ მიიღონ. ასეთი შესაძლებლობა არსებობს. ჩვენ ველოდებით ვენეციის კომისიის მოსაზრებას. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს კანონი საერთოდ არ იქნება მიღებული, ან თუ მიიღებენ, მაშინ ეს იქნება სრულიად განსხვავებული კანონი, რომელსაც საფუძვლად ვენეციის კომისიის დასკვნა დაედება. მზად ვართ ვიმუშაოთ ყველასთან, რომ ამჟამინდელი სახით ეს კანონი არ იქნას მიღებული, რადგან ამჟამინდელი სახით ის არ შეიცავს არც ევროკავშირის ნორმებს და არც ევროკავშირის ღირებულებებს.





