რუსული კანონი

პაპუაშვილი: რამდენიმე ქვეყნიდან ვიზიტის სურვილი გამოთქვეს, ვუთხარი, რომ არ იყო კარგი დრო

რამდენიმე ქვეყნის, ძირითადად ბალტიის ქვეყნებია, გერმანია ასევე და პოლონეთი, ჩეხეთი, თუ არ ვცდები, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებმა გამოთქვეს სურვილი ვიზიტისა და, მათ  შორის, იყო სურვილი ჩემთან შეხვედრისა. მე მათ ვუთხარი, რომ არ იყო ეს კარგი დრო ვიზიტისთვის, 13-14, იგულისხმება ორშაბათს-სამშაბათს, ვინაიდან იქნება მესამე მოსმენა კანონპროექტის და არ არის მაინცდამაინც კარგი დრო იმისთვის, რომ საგნობრივი საუბარი გვქონდეს და უკეთესი იქნებოდა სხვა დროს, ამ განხილვების შემდეგ ყოფილიყო... და მზად ვართ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი საკითხის განხილვისთვის და ვაფასებთ, ზოგადად, პარლამენტებთან კოლეგიალურ თანამშრომლობას... 

ვინაიდან მათ დაგეგმილი აქვთ, როგორც ვხვდები, აპირებენ მაინც ჩამოსვლას, თუმცა ასევე ვუთხარი მე, რომ გამომდინარე იქიდან, რომ აქციებს წინა შემთხვევებში ჰქონდა ძალადობრივი ხასიათი და ვხედავთ, რომ არის, ნელ-ნელა კიდევ უფრო მჟღავნდება, გეგმები ძალადობრივი ქმედებებისა აქციის დროს, მათი აქ ვიზიტი შესაძლოა რადიკალურმა ოპოზიციამ მიიღოს, როგორც წამახალისებელი რადიკალური ქმედებებისთვის, ამიტომ მათ ესეც ვუთხარი, რომ ესეც მიიღონ მხედველობაში...

მე ვერ შევხვდები, ვინაიდან ორშაბათი-სამშაბათი არის მესამე მოსმენით განხილვა საკითხებისა... სამწუხაროდ, ეს ჩემი რჩევა, როგორც ჩანს, არ გაითვალისწინეს

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები