რუსული კანონი

ხაზარაძე: შეიქმნას ფონდი საჯარო სამსახურიდან პოზიციის გამო გათავისუფლებული ადამიანებისთვის

ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზაძის ინიციატივით, უნდა შეიქმნას საჯარო სამსახურებიდან რუსული კანონის და რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ გამოხატული აზრის გამო განთავისუფლებული ადამიანების დახმარების ფონდი. 

"უნდა შევქმნათ სპეციალური ფონდი, რომელშიც მე, ერთ-ერთი გავაკეთებ კონტრიბუციას და ეს ფონდი უნდა იყოს მართული ძალიან ცნობადი ადამიანების მხრიდან, რომელთაც აქვთ მსგავსი ფონდების მართვის გამოცდილება. ერთ-ერთი მახსენდება ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებს, იზიდავს თანხებს და ეხმარება ბავშვებს, არის კიდევ რამდენიმე საერთაშორისო ფონდი, რომ შეიქმნას დირექტორთა საბჭო. 

ყველა ის ადამიანი, რომელიც იქნება განთავისუფლებული საჯარო სამსახურიდან მათი პოზიციის დაფიქსირების გამო, ამ ფონდმა უნდა აიღოს არჩევნებამდე მათი სრული დაფინანსება, ხოლო არჩევნების შემდეგ, პირველ რიგში, ამ ადამიანების აღდგენა სამსახურში" - ამის შესახებ ხაზარაძემ TV პირველის ეთერში ისაუბრა. 

კომენტარები