რუსული კანონი

პრეზიდენტი კობახიძეზე: სირცხვილია ახალგაზრდებს და ბერბიჭაშვილს შორის ტოლობის ნიშნის დასმა

ახალგაზრდებს და ბერბიჭაშვილს შორის რამე ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა. ეს სიტყვები პრემიერმინისტრს როცა ეკუთვნის, ეს მას უკვე სხვა განზომილებაში გადასულ ადამიანად წარმოაჩენს და ადასტურებს მისი მთავრობის გაუცხოებას საკუთარი ხალხისგან.

მმართველობა ჯერ საკუთარი ხალხის სიყვარულით იწყება, “მამულის” სიყვარული სხვა არაფერია.

ვნების კვირაში, აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის დროს ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა, ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალური პირებისგან (გამონაკლისის გარეშე)… ესეც სარწმუნოება!!!

რაც ეხება ენას … თქვენი სიძულვილის ენა ქართული არასოდეს ყოფილა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერ ირაკლი კობახიძის ღია წერილს პასუხობს.

კომენტარები