საქართველო-უნგრეთი

ირაკლი კობახიძე 24-25 აპრილს უნგრეთს ეწვევა

ირაკლი კობახიძე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე 24-25 აპრილს უნგრეთს ეწვევა. ამ ვიზიტის შესახებ მისივე ბრძანებაში წერია, რომელიც 16 აპრილით თარიღდება.

კობახიძესთან ერთად, უნგრეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილიც გაემგზავრება. პრემიერის ჩათვლით, დელეგაციის შემადგენლობაში სულ 11 ადამიანი იქნება.

"დელეგაციის წევრების მივლინების ხარჯები შესაბამისმა უწყებებმა კანონმდებლობით დადგენილი წესით აანაზღაურონ - ვიზიტთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი ხარჯები კი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო სამმართველომ აანაზღაუროს". - წერია კობახიძის ბრძანებაში.

ასევე, ბრძანებაში წერია, რომ თბილისი-ბუდაპეშტი-თბილისის სამთავრობო რეისის ხარჯებს საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო აანაზღაურებს. 

კომენტარები