გაბედეს და ბოლოს, ქართულ იდენტობას, მთავარს, მთავარ საწყისებს როგორ ებრძვიან? […] ის ტექსტი ჰომ ვიღაცამ შეადგინა? იქ ვინც იყო იმასთან კი არ მაქვს პრეტენზია, ის ტექსტი ჰომ ვიღაცამ შეადგინა? ჯერ, მამული, ენა, სარწმუნოება, რომელიც ილიამ თქვა თავის დროზე და შემდეგ, 1878 წელს შეიცვალა და ენა წამოვიდა პრიორიტეტად და სლოგანად გამოიყენეს - მამული, ენა, სარწმუნოება - ორიგინალი შეიცვალა, სიტყვები შეიცვალა და ახლა, ეს სლოგანიც კი შეცვალეს, ენა, მამული და ერთობაო, თქვეს. სარწმუნოება ამოიღეს და ამით დაამტკიცეს, რომ მათი (ტექსტის შემდგენების) დარტყმის მთავარი ობიექტი სარწმუნოებაა.
tbl.ge/6rhq
დაკოპირდა

თქვა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
გუშინ, 19 აპრილს, ქართველი სტუდენტები მათივე ორგანიზებულ, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციის ფარგლებში დემონსტრაციულად გაემართნენ პარლამენტიდან გმირთა მოედნის მიმართულებით - სტუდენტებმა გმირთა მოედნის მემორიალთან დაიფიცეს, რომ ისინი დაიცავენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, "ენას, მამულს და ერთიანობას".
ამავე თემაზე
- გორდულაძე: დარღვევისას პასუხისმგებლობა დაეკისრება გრანტის მიმღებს და არა გამცემს
- სტრასბურგის სასამართლომ აქციაზე დაკავებული გიორგი მექვაბიშვილის საქმეზე დარღვევა დაადგინა
- რუსული კანონის საქმეზე 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი ECHR-მა წარმოებაში მიიღო
- საია: სტრასბურგმა რუსულ კანონზე სარჩელი წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო
- საია: სტრასბურგის სასამართლომ რუსულ კანონზე საჩივრის განხილვა დაიწყო




