გერმანია

SPIEGEL: გერმანიაში სავარაუდოდ რუსეთის ორი აგენტი დააკავეს

Vedomosty

გამოცემა Der Spiegel-ის ცნობით, გერმანიაში დააკავეს ორი რუსეთის აგენტი, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მიწოდების პროცესისთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ.

ბავარიაში, ქალაქ ბაიროიტის პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა, მათ რუსულ სპეცსამსახურებზე მუშაობა და დივერსიის მომზადება ედებათ ბრალად.

დაკავებულები ბავარიის მაცხოვრებლები, 39 წლის დიტერ ს. და 37 წლის ალექსანდრ ჯეი. არიან, რომელთაც გერმანიისა და რუსეთის მოქალაქეობა აქვთ. 

ორივე მათგანს უცხოურ დაზვერვაზე მუშაობა ედებათ ბრალად. გარდა ამისა დიტერ ს.-ს დივერსიის მიზნით აფეთქებების და ცეცხლის წაკიდების ორგანიზებაში, ასევე სამხედრო-სტრატეგიული ობიექტებისთვის ფოტო-ვიდეოს გადაღებაში ადანაშაულებენ. 

გამოძიების ვერსიით დიტერ ს. კავშირი ჰქონდა რუსეთის დაზვერვის წარმომადგენელთან და 2023 წლის ოქტომბრიდან უცხო ქვეყნის ძალებს აწვდიდა ინფორმაციას. მის მიზნებში უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების დივერსიაც შედიოდა.

გარდა ამისა, პროკურატურა დიტერ ს.-ს საზღვარგარეთ მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში სდებს ბრალს. 2014-2016 წლებში ბრალდებული თვითაღიარებული დონეცკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სეპარატისტების მხარეს, უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი შეიარაღებული ფორმირების წევრი იყო. გერმანიაში ეს ფორმირება ტერორისტულად ითვლება.

კომენტარები