ეს არ არის კანონი, რომელიც აერთიანებს ხალხს. თქვენი ამოცანა უნდა იყოს საზოგადოების ერთობა. რატომ შემოიტანეთ ახლა, რაში გჭირდებათ?! რატომ ემთხვევა, რომ აფხაზებს დაავალეს თებერვალში და 2 კვირაში თქვენ შემოიტანეთ - ეს რა, მართლა დამთხვევაა?! [...] ეუთოს დასკვნაზე მიგითითებენ, იქ არ გინდათ შესვლა. შავით თეთრზე წერია, რომ არ არის ეს კანონი კარგი.
თქვენ ამბობთ, რომ კარგია [რუსული კანონი] [...] ნატოს გენერალურმა მდივანმაო ვერ წაიკითხაო, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ვერ წაიკითხეს - აზრზე არ არიანო, ამერიკის ელჩიო - აბა ეგ რას გაიგებდაო, ევროკავშირის ელჩმა არ იცის კითხვა და შინაარსის გამოტანაო. გერმანელმა, ფრანგმა, პოლონელმა, ესტონელმა, ლიტველმა… ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგო. [...] მარტო მამუკა მდინარაძემ და ირაკლი ზარქუამ რომ გაიგო ეს კანონი, პირობითად ვამბობ, და სხვას არავის ესმის დედამიწის ზურგზე - რად გინდათ ეგეთი კანონი.
თქვენ არ ვიცი გეფიქრებათ თუ არა იმაზე, ხაშურში იქნება თუ არა წყალი, მაგრამ საფრანგეთის მთავრობა ფიქრობს ამაზე და ფულია გამოყოფილი - 58 მილიონი ფრანგული ფული, რომ წყალი იყოს ხაშურში. გარდაბანში, მაგალითად, არის ნიდერლანდების და გერმანიის თანხა წყალზე ასევე - 200 მილიონი ლარი. ხალხი, რომელიც მილიარდებს ხარჯავს, რომ საქართველოში იყოს გზა, მაგისტრალი რომ გიხარიათ, ეგ არის დასავლური ფულით გაკეთებული.





![ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/06/befunky-collage-39.jpg?h=153c28c1&itok=8DxHMFOe)