ლაზარე გრიგორიადისის საქმე

TI: მოსამართლე შარაძე მეუღლეზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებას დეკლარაციაში მალავს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ზვიად შარაძეს, რომელმაც 2024 წლის 12 აპრილს ლაზარე გრიგორიადისს 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა, მშობლებისგან 120 000 ლარი აქვს საჩუქრად მიღებული, ხოლო მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ 4 მიწის ნაკვეთს დეკლარაციაში მალავს - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ავრცელებს.

2020 წლის 7 ოქტომბერს, საქართველო-აზერბაჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრის, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავება მთავარ პოლიტიკურ თემად იქცა - ე.წ. კარტოგრაფების საქმეს, სწორედ ზვიად შარაძე განიხილავდა 2020 წელს. 

როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიშში წერია, შარაძის მეუღლემ, სწორედ 2020 წლის მონაკვეთში დაარეგისტრირა 4 უძრავი ქონება საკუთარ სახელზე, რაც შარაძის დეკლარაციაში არ მოხვდა. თავად ზვიად შარაძემ ამავე წელს მშობლებისგან მიღებული საჩუქარი დაადეკლარირა. 

არასამთავრობო ორგანზიაციის ინფორმაციით, ზვიად შარაძემ და მისმა მეუღლემ 7 წლის განმავლობაში მშობლებისგან საჩუქრად 120 000 ლარზე მეტი მიიღეს - ამ თანხიდან 108 129 ლარი, შარაძემ 2019 წელს, თელავის რაიონული სასამართლოდან, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადმოსვლის შემდეგ მიიღო.

"შარაძე ბოლო 3 დეკლარაციაში არ უთითებს მეუღლის უძრავ ქონებას, კერძოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ გურიანთაში არსებულ 10,425 კვ.მ. მიწის ნაკვეთებს: 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო თვლის, რომ დამალული უძრავი ქონების რეგისტრაციისა და მსხვილი საჩუქრის მიღების თარიღი, საეჭვოდ ემთხვევა ზვიად შარაძის მიერ 2020 წელს კარტოგრაფების პოლიტიკურად მოტივირებული საქმის მოსამართლეობას.

კომენტარები