აშშ-უკრაინა

აშშ-მ ირანული გემებიდან ამოღებული არალეგალური იარაღი უკრაინას გადასცა

CENTCOM/AFP

აშშ-მ ირანიდან იემენში მიმავალი გემიდან ამოღებული არალეგალური იარაღი უკრაინას გადასცა. აშშ-ს ძალებმა ირანიდან იემენში გაგზავნილი არალეგალური იარაღი ბოლოს რამდენიმე თვის წინ ამოიღეს. როგორც ცნობილია, არალეგალური იარაღის ადრესატი ჰუსიტები იყვნენ. ხომალდები, რომლებსაც წითელ ზღვაში არალეგალური იარაღი გადაჰქონდათ არცერთი სახელმწიფოს დროშის ქვეშ არ ცურავდნენ. 

როგორც ცნობილია, აშშ-ს მთავრობამ 5 000 AK-47-ის ტიპის იარაღი, ტყვიამფრქვევები, სნაიპერის შაშხანები და 500 000 ტყვია-წამალი გადასცა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ს ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. 

განცხადების მიხედვით, უკრაინისთვის გადაცემული იარაღი საკმარისია ერთი ბრიგადის შეიარაღებისთვის რუსეთის წინააღმდეგ ომში. 

კომენტარები