საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისთვის, გერმანიაში დამატებითი პირდაპირი რეისების განსახორციელებლად მთავრობა მუშაობას დაიწყებს.
"როგორც მოგეხსენებათ, 18 ივნისიდან საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მატჩებს გამართავს. თვითმფრინავის ბილეთებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა, რითიც ავიაკომპანიებმა უკვე ისარგებლეს. ეკონომიკის კანონია, მოთხოვნა განსაზღვრავს მიწოდებას. შესაბამისად, ავიაბილეთებზე ფასები გაიზარდა - რიგ შემთხვევებში, რამდენჯერმეც კი.
მინდა, ეკონომიკის სამინისტროს ვთხოვო, რომ გერმანიაში, დიუსელდორფისა და ჰამბურგის მიმართულებით დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად მუშაობა დავიწყოთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს ბილეთები ფიქსირებული, დაბალი ტარიფით შევთავაზოთ". - თქვა კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს თურქეთს დორტმუნდში, 22 ივნისს ჩეხეთს ჰამბურგში, 26 ივნისს კი პორტუგალიას გელზერნკიხენში დაუპირისპირდება