რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 24 დრონიდან 17 ჩამოვაგდეთ

Pravda.com.ua

8 აპრილის ღამეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 24 დრონიდან 17 გაანადგურეს. ინფორმაციას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

"ღამით, რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ მიიტანეს იერიში უკრაინაზე. გამოყენებული იქნა შაჰედის ტიპის 24 უპილოტო საფრენი აპარატი. საჰაერო თავდაცვის ძალების მუშაობის შედეგად განადგურებულია 17 შაჰედი". – წერია გენშტაბის ანგარიშში.

დრონების შეტევის შედეგად ოდესის ოლქში დაზიანებული სატრანსპორტო ობიექტი. უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევებმა ნიკოლაევის ოლქში დააზიანა ელექტროსადენები, შედეგად 14 დასახლებულ პუნქტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

გარდა ამისა, გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაზე 7 სარაკეტო და 104 საავიაციო იერიში მიიტანა. 

რუსეთი უკრაინას ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით ბომბავს.

კომენტარები