1 რეანიმაციაშია, 2 ქირურგიულ განყოფილებაში – ქაშიბაძე სასროლეთში აფეთქებისას დაშავებულებზე

გუგა ქაშიბაძე

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის თქმით, ბიჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული 3 მამაკაციდან ერთ-ერთი რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული, ხოლო ორი ქირურგისს განყოფილებაში მკურნალობს. 

"ერთი მათგანი, 59 წლის მამაკაცი არის მოთავსებული რეანიმაციიის განყოფილებაში. დამწვარი აქვს თავი, გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირი, ორივე ზემო კიდური. ამას ემატება სასუნთქი გზების თერმული, ინჰალაციური დაზიანება. გარე ტრავმა აქვს, რაც აფეთქებამ გამოიწვია. 

ორი მამაკაცი არის მოთავსებული ქირურგიულ განყოფილებაში, 30 და 39 წლის არიან, შესაბამისად, 12% და 9% დაზიანებით. დამწვარი აქვს სახე, მტევანი და ზემო კიდურები. მათი მდგომარეობა სტაბილურია, მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება" - თქვა გუგა ქაშიბაძემ

შსს-ს ინფორმაციით, თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია ბეთლგრაუნდის სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით გარდაცვლილია 2 და დაშავებულია 4 მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. 

კომენტარები