თურქეთი-ტაჯიკეთი

თურქეთმა ტაჯიკეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

თურქეთმა ტაჯიკეთის მოქალაქეებისთვის მოგზაურობაზე უვიზო რეჟიმი გააუქმა. დეკრეტს უვიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ხელი მოაწერა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. 

უვიზო რეჟიმის გაუქმება არ ეხებათ თურქეთისა და ტაჯიკეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს. თურქეთში ტაჯიკეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან გაუქმდა. 

აქამდე ტაჯიკეთის მოქალაქეებს ვიზის გარეშე თურქეთის ტერიტორიაზე 90 დღით სტუმრობა შეეძლოთ. მათთვის უვიზო რეჟიმი 2018 წელს ამოქმედდა. 

განცხადებაში არაა დაკონკრეტებული, თუ რატომ მიიღო თურქეთის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება. თურქული მედიის ცნობით, გადაწყვეტილება უსაფრთხოების გაზრდილ რისკებს უკავშირდება, რადგან 22 მარტს მოსკოვში კროკუს სითი ჰოლზე მომხდარ ტერაქტზე ბრალდებით სწორედ ტაჯიკეთის მოქალაქეები დააკავეს. 

კომენტარები