ისრაელი-ღაზის სექტორი

იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთთან პოლიციამ ტერორიზმის მხარდაჭერის ბრალდებით 8 ადამიანი დააკავა

იერუსალიმში, ალ-აქსას მეჩეთის კომპლექსში დილის ლოცვის შემდეგ პოლიციამ 8 ადამიანი დააკავა, რომლებიც ტერორიზმის წაქეზებასა და მხარდაჭერაში არიან ეჭვმიტანილები.

"ტერორიზმის ეს საშინელი წამქეზებლები და მხარდამჭერები არიან ისრაელის სახელმწიფოს მაცხოვრებლები, რომლებიც სარგებლობენ რელიგიური საკითხით და წმინდა ადგილს ტერორიზმისა და ტერორისტების წასაქეზებლად, მხარდასაჭერად იყენებენ

ისინი პირველ რიგში, ზიანს აყენებენ ნორმატიულ მუსლიმურ საზოგადოების წევრებს, რომლებიც აქ მოდიან და ამ დემონსტრაციებში მონაწილეობას არ იღებენ". - წერია განცხადებაში.

ალ-აქსას მეჩეთთან ახლოს პოლიციასთან დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა ათასობით მლოცველის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

დაკავებულთა შორის, ოთხი აღმოსავლეთ იერუსალიმის მცხოვრებია, ოთხი კი ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილის.

კომენტარები