რა თქმა უნდა, არ დავუჭერთ მხარს [კანონპროექტს]. არა, აქციები არ იქნება, არც უნდა იყოს. 6 თვეში არის არჩევნები და მუხტი, რომელიც ვთქვათ, ახლა დაგროვდება, ნებისმიერ სისულელეზე, რომელსაც ქართული ოცნება ჩაიდენს, მისი რეალიზაცია უნდა მოვახდინოთ ოქტომბერში, საარჩევნო ყუთებთან.
tbl.ge/6qtm
დაკოპირდა
![](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_square_md/public/photos/2024/03/11942286_10153178927417426_3286365382931430685_o.jpg?itok=NYM3K1P7)
გირჩის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, მისი პარტია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსულ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. ღამის კურიერის წამყვანის კითხვაზე, მიიღებს თუ არა გირჩი დაგეგმილ აქციებში მონაწილეობას, მეგრელიშვილი პასუხობს, რომ აქციები არ იქნება.
ამავე თემაზე
- სასამართლომ აქციაზე დაკავებული 20 წლის ფრიდონ ბუბუტეიშვილი პატიმრობაში დატოვა
- აქციაზე სათვალთვალო კამერის დაზიანებისთვის დაკავებული გიორგი შანიძე პატიმრობაში რჩება
- ქაცარავა სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა და 2 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა
- საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი რუსულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს
- კობახიძე: გამჭვირვალობის წინააღმდეგ სარჩელს ვერავითარი პერსპექტივა ვერ ექნება