ქართული ოცნება

ოდიშარია: ტყუილია, რომ ჩემი გაბრაზება ქალთა კვოტირების საკითხს ეხებოდა

ტყუილია, რომ ჩემი ეს რაღაც აღშფოთება, გაბრაზება ქალთა კვოტირების საკითხს ეხებოდა. აბსოლუტურად არ იყო ერთმანეთთან შემხებლობაში. მე მესმის, რომ პარლამენტი არც სტადიონია და არც საკუთარი ოჯახი, თუმცა, იქაც გვაქვს ჩვენ უფლება, რომ პირადი სივრცე გვქონდეს [...] მაგრამ, მაინც არ ვარ მართალი, იმ შემთხვევაში, როცა ეს პარლამენტის დარბაზში ხდება.

რაც შეეხება კონკრეტულად ჩემს გამონათქვამს. საზოგადოების წინაშე ვწუხვარ. რა თქმა უნდა, ეს მისაღები არ არის. წარმოსათქმელად მიზანშეუწონელია, მოსასმენად კი უკიდურესად არასასიამოვნო. ვწუხვარ, რომ ხალხის ყურადღება ამ მხრივ მივიპყარი, რადგან მე ასეთი ლექსიკით არ გამოვირჩევი - ჩემი კოლეგებიც დამეთანხმებიან, მათ შორის, მტრულად განწყობილებიც.

ასე განმარტავს ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა ოდიშარია მის მიერ პარლამენტში, ქალების მიმართ წარმოთქმულ უხამს და შეურაცხმყოფელ ფრაზებს.

"დედა მოვ**ან თქვენი, მოუ**ნელი დედაკაცების ჯოგი [...] ეს არის მოუ**ნელი ქალების სინდრომი". - თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ პარლამენტში ქალი დეპუტატების კომენტარების საპასუხოდ.

კომენტარები